ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: შოკირებული ვარ ძალადობრივი დარბევით საქართველოში

შოკირებული ვარ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევით საქართველოში, სადაც გარეთ გამოსულმა უამრავმა მოქალაქემ აიმაღლა ხმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის.

ნიდერლანდები გმობს ამ მიუღებელ ძალადობას. ქართველი ხალხი ჩვენს სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.

წერს X-ზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი, რომელიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს ქართულად დაწერილი ტექსტით ეხმაურება.