ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა.
რუტე ოდესაში იმყოფება და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგს მართავს.
"დიდი მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში მიწვევისთვის. ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენები არ გვაშინებს, პირიქით, ეს უფრო აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ აგრესიასა და ტერორიზმს არ უნდა შევეგუოთ.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ზამთარში რუსეთი უკრაინისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენებას შეეცდება. ასე რომ, ნიდერლანდები უკრაინას დამატებით Patriot-ის რაკეტებს მიაწვდის, რათა ქვეყანამ რუსეთის ბარბაროსული საჰაერო თავდასხმებისგან თავი დაიცვას", - წერს Twitter-ზე ნიდერლანდების პრემიერი.
დღეს ზელენსკი ოდესაში ჩავიდა. ზელენსკის თქმით, მან სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.