ნიდერლანდების ელჩი პრაიდფესტზე: სრულად უნდა გამოიძიონ, გაასამართლონ ძალადობის ორგანიზატორები

მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ თბილისის პრაიდფესტი დღეს ვერ გაიმართა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, მიუხედავად უსაფრთხოების გარანტიებისა, რაც წინასწარ იყო დაპირებული. სრულად უნდა გამოიძიონ და გაასამართლონ დღეს და წარსულში ძალადობის ყველა ორგანიზატორი.

ტვიტერზე წერს ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი.

დღეს დაგეგმილი თბილისი პრაიდფესტი ძალადობრივი ჯგუფებისგან თავდასხმის საფრთხის გამო ვერ ჩატარდა. თბილისი პრაიდის წევრებს და მოქალაქეებს ფესტივალის ტერიტორიის დატოვება მოუწიათ, რადგან, მათი თქმით, პოლიციამ ტერიტორია ვერ დაიცვა.