ნიდერლანდები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, 350 მილიონ ევროს გამოყოფს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა გააკეთა.
უფრო კონკრეტულად კი თანხა ასე გადანაწილდება: 150 მილიონ ევროზე მეტი საბრძოლო მასალისთვის გამოიყოფა, დანარჩენი 200 მილიონი ევროთი კი დაგეგმილია დრონების შეძენა და უკრაინაში გადატანა.
გარდა ამისა, ნიდერლანდები ისევ გაგზავნიან რუმინეთში გამანადგურებლებს - F-16-ს, რომლებზეც უკრაინელი მებრძოლები წვრთნებს გადიან.