ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იემენის ჰუთების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე მიტანილ იერიშზე საუბრისას განაცხადა, რომ არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება.
"მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისთვის - ნუ შეცდებით. ჩვენ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე დავიცავთ. ვინც ზიანს მოგვაყენებს, აგრესიისთვის ძალიან მძიმედ დაისჯება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს გააძლიეროს ზომები ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ.
"ვისაც სურს იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა დადგეს ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ - იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან", -თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ალ-ჰუდაიდას პორტზე თავდასხმა იყო პირდაპირი პასუხი პარასკევის სასიკვდილო თავდასხმაზე თელ-ავივში, რომელზე პასუხისმგებლებლობაც იემენელმა ჰუთებმა აიღეს.
"პორტი, რომელსაც ჩვენ თავს დავესხით, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. იარაღი, რომელიც ჰუთებს ირანისგან მიწოდებოდა სწორედ ამ დერეფანს გადიოდა. ისინი იყენებდნენ ამ იარაღს ისრაელზე თავდასხმისთვის, რეგიონის სახელმწიფოებსა და მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო ხაზებზე თავდასხმისთვის", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
გუშინ, 20 ივლისს ისრაელმა იემენში, შიიტი ჰუთების მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე იერიში მიიტანეს.
ითვლება, რომ ჰოდეიდაზე თავდასხმა ისრაელის პირველი დარტყმაა იემენის მიწაზე მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ღაზაში ჰამასთან კონფლიქტი დაიწყო.