
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიზანში ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამეინის სამყოფელი ამოიღონ.
"ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა", - უპასუხა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, აიათოლას პოტენციური ლიკვიდირება კონფლიქტს არა გაამწვავებს, არამედ დაასრულებს.
"ირანს "მარადიული ომი" სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში, ისრაელი ამას ხელს უშლის, ამ აგრესიას აჩერებს", - თქვა მან.