ნეპოტიზმი, კლანი და კორუფცია - ესაა მიზეზები, რის გამოც მართლმსაჯულების სისტემა ჩაკეტილია. საქმეების განხილვა თვეობით და წლობით იწელება, სისტემას კი ახალი მოსამართლეების მიღება უჭირს. კლანი კარს მხოლოდ მისთვის საიმედო კადრებისთვის აღებს, - ეს სამოქალაქო სექტორის დასკვნებია. ევროკავშირის 9 დათქმიდან ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ სასამართლო რეფორმას უკავშირდება, ხელისუფლება კი ამ მხრივ პასიურია.