ნაუსედა: სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის წევრობას პრაქტიკულ შესაძლებლობად აქცევს

მოხარული ვართ გარკვეული საკითხების გამო, მაგალითად, დაპირებებით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე, მაპის მოხსნაზე, უკრაინა-NATO-ს საბჭოს შექმნაზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას აქვს რეალური ალგორითმი, როგორ მიუახლოვდეს NATO-ს. ამ კუთხით, რეფორმების შეფასებაა საჭირო. ასევე, მუდმივი მონიტორინგი პროგრესის გზის, რაც აჩვენებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილი NATO-ში უკრაინის წევრობის მიმართ.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი უნდა იყოს დროში შეზღუდული. ასე რომ, თუკი ეს ალგორითმი და წევრობის მკაფიო პერსპექტივა გამოჩნდება, ეს იქნება შესაძლებლობა და საბაბი ამგვარად შეთანხმებაზე დათანხმებისთვის. მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ NATO კონსენსუსის ორგანიზაციაა და იმედი გვაქვს, შევძლებთ, ვიპოვოთ კომპრომისი. სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ წევრობა რეალური გახდება, რადგან ეს საჭიროებს რატიფიკაციის ხანგრძლივ პროცესს დედაქალაქებში. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხვალ და ზეგ ვილნიუსში მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის წევრობას NATO-ში თეორიულს კი არა, პრაქტიკულ შესაძლებლობად აქცევს.

განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.