აღმოსავლეთ ფლანგზე ყველა ქვეყანა იმსახურებს სამართლიან მოპყრობას თუ იქნება წარმატება საჭირო რეფორმების გატარების კუთხით. მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, ყველა მათგანი დაიმსახურებს პოზიტიურ შედეგს და პოზიტიურ გადაწყვეტილებებს. მახსოვს ჩვენი გზა ევროკავშირისკენ, შესაძლოა იყო განსხვავებული ვითარება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის შემდგე, რომლის დროსაც დარეგულირდა ჩვენი სამართლებრივი სისტემა შევძელით ევროკავშირის წევრები გავმხდარიყავით.
განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ინტერვიუში. შეხვედრაზე ბლოკის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელებენ.