სინამდვილეში, ძალადობა არის ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული. მაგრამ მინდა, ძალიან გასაგებად და კატეგორიულად გავაფრთხილო ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, პრემიერით დაწყებული და პარლამენტის თავმჯდომარით გაგრძელებული, ყველა ძალადობრივ ინციდენტზე პასუხისმგებლობა იქნება მათი და ვერ შეძლებენ ამოეფარონ კერძო პირებს... ამ სქემას ვერ ამოეფარებიან. იმიტომ, რომ ისინი დღეს სამწუხაროდ, ახალისებენ და მოუწოდებენ ადამიანებს ძალადობისკენ და შესაბამისად, ყველა ასეთ მოქმედებაზე პასუხისმგებლობა იქნება მათი პერსონალური.
განაცხადა პარტია ლელო - საქართველოსთვის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
გუშინ, კასპში, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსახლეობასთან შეხვეხდრის ჩაშლა სცადეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მანამდე, 27 ივნისს, ფორმულასერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირითავს დაესხადა ფიზიკურად გაუსწორდა.