ერთი მხრივ, პოლიტსაბჭოს დაშლის მოთხოვნა, მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოს გაფართოება. ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობა დაეყრდნო მიხეილ სააკაშვილის მიმართვას და პოლიტიკურ საბჭოში ის პირები შეიყვანა, რომლებიც მესამე პრეზიდენტის ტექსტში ეწერა. ამასთან, დაამატა სხვებიც - სულ 20 ადამიანი.