ნანა მალაშხია 29 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს

ნანა მალაშხია 29 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნანა მალაშხია 29 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ველოდი, ცოტა დააგვიანეს))

სასამართლოში დამიბარეს, ის, რაც მოვინიშნე:

174 პრიმა მუხლი მე-4 ნაწილი;

მოსამართლე - ლელა მილდერბერგერი;

სხდომა - 29 ნოემბერს 15.00 საათზე; დარბაზი - 30 17 ნოემბრის ფაქტი,

ბლოკირება - ჭავჭავაძისა გამზირისა და ვარაზის ხევის კვეთა", - წერს მალაშხია.