ნადირაძე პოლონელ ექიმზე: განმარტება იყო, რომ წინდებში ინახავს ხოლმე ყველაფერს

ნადირაძე პოლონელ ექიმზე: განმარტება იყო, რომ წინდებში ინახავს ხოლმე ყველაფერს

კლინიკა ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ პოლონელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილისგან თმისა და ფრჩხილის ნიმუშები აიღეს. ფორმულასთან საუბრისას ნადირაძე განმარტავს, რომ პოლონელ ექიმს ნიმუშის ფეხსაცმლით გატანაზე "უაზრო განმარტება" ჰქონდა.

"შემოვიდნენ აიღეს თმა და ფრჩხილი მოწმეების თანდასწრებით, პროტოკოლით. ნაწილი დარჩა კლინიკაში, ნაწილი დარჩათ მათ და როგორც ჩანს გამოსამშვიდობებლად რომ შევიდა, მაშინ გამოიტანა. რაღაც უაზრო განმარტება იყო, რომ წინდებში ინახავს ხოლმე ყველაფერს", - თქვა ნადირაძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იყო შესული, ფეხსაცმლის საშუალებით მალულად ნიმუშის გატანა სცადა. პენიტენციური ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომელზეც სავარაუდოდ ექიმს ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, საიდანაც გადახვეული ქაღალდი ამოიღეს. როგორც პენიტენციურში ამტკიცებენ, რომ ამ გადახვეულ ქაღალდში ცდილობდა ექიმი ნიმუშის გატანას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებიათ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსა და პოლონელი ექიმების ჯგუფს.