თბილისში, მზიურის პარკთან კაცი დაჭრეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრა იურიდიულ კომპანიასთან მოხდა - დაჭრილია სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთი მეწილე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.