მუსლიმთა სამმართველო ადიგენზე: ეთნიკური და რეგილიური ნიშნით დევნა კატეგორიულად მიუღებელია

მუსლიმთა სამმართველო ადიგენზე: ეთნიკური და რეგილიური ნიშნით დევნა კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო გმობს ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას და აცხადებს, რომ ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა კატეგორიულად მიუღებელია.

ისინი სახელმწიფო უწყებებს რეაგირებისკენ, ხოლო მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ და მიმართავენ, რომ პროვოკაციებს არ აყვნენ.

"აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად, თითოულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ როგორც კონსტიტუციას ასევე ერთმანეთის ღირებულებებს, განსხვავებული ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანებს.

მივმართავთ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, დროულად მოიკვლიონ მომხდარი ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. იმედს გამოვთქვამთ სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების რეაგირებით შესაძლებელი გახდება კონფლიქტის მოგვარება, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქართულ ტოლერანტულ და შემწყნარებლურ ტრადიციას", – ნათქვამია განცხადებაში.

***

გუშინ, 8 მარტს ადიგენის ცენტრში მუსლიმებს პარასკევის ლოცვა ჩაუშალეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

კერძოდ, დაპირისპირება იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას ბათუმელებმა გაავრცელა.

სახლის გარეთ ათეულობით პოლიცია და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც.

ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. მან ახსენა ადგილობრივ მღვდელი. ასევე, განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა გასულ კვირასაც მოხდა.

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძემ პრემიერ ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა.