მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ქართველი ებრაელი, თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს

მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ქართველი ებრაელი, თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს

ისრაელში, მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოლდბერგის და, მარი ლობატონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც გოლდბერგის ოჯახის წევრი წერს, ახალგაზრდა ქალი "ჰამასის ტერორისტების ხოცვა-ჟლეტის დროს მოკლეს".

თამარ გოლდბერგი მეგობრებთან ერთად იმ ფესტივალზე იმყოფებოდა, რომელიც ტერორისტების ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა. ოჯახის მას 7 ოქტომბრის შემდეგ ეძებდა.

მანამდე, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის თავდასხმიდან 2 დღეში, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ადგილზე 260 ცხედარი აღმოაჩინეს.