მცხეთაში პატრონმა თავის პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა - დაწყებულია გამოძიება

მცხეთაში პატრონმა თავის პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა - დაწყებულია გამოძიება

ცხოველთა დამცველი აქტივისტის ტასო ლოსაბერიძეს ცნობით, მცხეთაში პატრონმა თავის პიტბულს მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა.

ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა Facebook-ზე გაავრცელა და დაწერა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პატრონმა თავის პიტბულს ქუჩიდან მიყვანილი ძაღლი დააგლეჯინა.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკად მოპყრობას, ან ძალადობას, რამაც დასახიჩრება გამოიწვია.