მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტზე არ მიუმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტზე არ მიუმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით არ მიუმართავს.

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ვიზიტის შესახებ 8 ნოემბერს ორბელიანების სასახლის წინ გამართულ შეკრებაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მშვიდობის ფორუმს დაესწრება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელში, რომელიც კრიზისებსა და კონფლიქტებს განიხილავს. ფორუმი 10-11 ნოემბერს ჩატარდება.

"დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი. იმის გათვალისწინებით თუნდაც, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.