მტკვარში მანქანა გადავარდა - გავრცელებული ინფორმაციით, ეძებენ 2 ადამიანს

მტკვარში მანქანა გადავარდა - გავრცელებული ინფორმაციით, ეძებენ 2 ადამიანს

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ავტომობილში, რომელიც მტკვარში გადავარდა, 4 მგზავრი იმყოფებოდა. მაშველებმა წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს.

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მანქანა მტკვარში გადავარდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.

გავრცელებული ცნობით, მაშველებმა წყლიდან 2 ადამიანი ამოიყვანეს, 2-ს კი ეძებენ.

ფორმულა დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.