
მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს.
ავტომობილიდან ერთი ცხედარი ამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, მეტეხის ხიდიდან მტკვარში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. მაშველები მას რამდენიმე საათი ეძებდნენ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.