არალეგიტიმურმა პარლამენტმა "სამშობლოს ღალატის" მუხლის დამატებას I მოსმენით მხარი დაუჭირა

არალეგიტიმურმა პარლამენტმა "სამშობლოს ღალატის" მუხლის დამატებას I მოსმენით მხარი დაუჭირა

ქართული ოცნების არალეგიტიმურმა, ერთპარტიულმა პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში "სამშობლოს ღალატის" მუხლის დამატებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კოდექსში მუხლის დამატებას არალეგიტიმური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. დეპუტატებმა სრული უმრავლესობით - 0-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში "სამშობლოს ღალატის" მუხლის დამატება ქართული ოცნების წარმომადგენელმა, არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 17 თებერვალს დააანონსა.

""საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს ან არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში", - თქვა მამუკა მდინარაძემ.