მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხება დაფიქსირდა

მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხება დაფიქსირდა

Bloomberg-ის ცნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით IT სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხება დაფიქსირდა, რამაც ავიახაზების, მედიასაშუალებების, ბანკებისა და სასწრაფო დახმარების მუშაობას პრობლემა შეუქმნა.

როგორც ცნობილია, სიდნეის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია, ფრენები შეწყვიტა United Airlines-მაც.

პრობლემა დაფიქსირდა ესპანეთის ყველა აეროპორტში.

"ჩვენ ვმუშაობთ მის მოგვარებაზე რაც შეიძლება მალე. ამასობაში ოპერაციები მექანიკური სისტემებით გრძელდება", - აცხადებენ ესპანეთის აეროპორტების ოპერატორ კომპანიაში.

ამ ეტაპზე შეფერხების მიზეზი უცნობია, მაგრამ Microsoft ამბობს, რომ შემარბილებელ ზომებს იღებს. ვარაუდობენ, რომ პრობლემა კიბერუსაფრთხოების კომპანიის, CrowdStrike-ის პროგრამულ უზრუნველყოფაშია.

კიბერ ინციდენტის გამო შეფერხდა ლონდონის საფონდო ბირჟა. პრობლემა შეექმნა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მუშაობას. ბრიტანული არხი Sky News პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა.

ამასთან, Sky News-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის ინფორმაციით, პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველყოფა ვერ შეძლეს.