მშვენიერაძე რამიშვილზე: კაცი გოგოს ეუბნება "მამაშვილურად მოგეფერებიო" - მაგას როგორ იცავთ?

კაცი საკუთარ შვილისტოლა გოგოს რომ ეუბნება "მამაშვილურად მოგეფერებიო" და თან შარვალს იხდის, ამ კაცს როგორ იცავთ? ამ კაცთან როგორ არ გიტყდებათ ასოცირება?

წერს უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე. POSTV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამასთან, შაბათის ფორმულამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის როგორ ავიწყროებს რამიშვილია ანანია გაჩეჩილაძეს.