"მშიშრები არ უნდა ვიყოთ" - მაკრონი უკრაინის მოკავშირეებს გაძლიერებისკენ მოუწოდებს

"მშიშრები არ უნდა ვიყოთ" - მაკრონი უკრაინის მოკავშირეებს გაძლიერებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინის მოკავშირეებს გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან პრაღაში, ფრანგ ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც მშიშრები არ უნდა ვიყოთ. კარგად ვიცით, რომ ომი ჩვენს მიწაზე [ევროპაში] დაბრუნდა, რომ ზოგიერთი ძალა, რომელიც შეუჩერებელი გახდა, ყოველდღიურად ზრდის თავდასხმის საფრთხეს.

ჩვენ მოგვიწევს ისტორიისა და იმ გამბედაობის დაცვა, რომელიც ამას მოითხოვს", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მანამდე, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.