რას აშენებს საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდთან? ფორმულას ხელში ჩაუვარდა კადრები, რომელზეც ინფრასტრუქტურის მოწყობაა ასახული. რისთვის ემზადება მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში. ფორმულას რამდენიმე წყარო უყვება, რომ საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობა სურს, რასაც კანონიერი სახე ვერ ექნება. ლეგალურად, საერთაშორისო ტვირთი ოკუპირებულ აფხაზეთში ვერ შევა.