მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. როგორც ცნობილია, იგი საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.
ანდრო ჭიჭინაძე კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერის, ელენე ხოშტარიას დეიდაშვილია.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციაში მონაწილე სხვა ადამიანებსაც აკავებენ.
ფორმულასთან კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ლემონჯავამ ანდრო ჭიჭინაძის დაკავება დაადასტურა. მისივე თქმით, მსახიობი საკუთარ სახლში აიყვანეს და ამ დროს მარტო იყო. ლემონჯავასთვის აყვანის მიზეზი ან ბრალი უცნობია.