
მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა და გადაწყვეტილება 18 თებერვალს გამოცხადდება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
მსახიობს შსს 9 იანვარს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, 112-ის სამეთვალყურეო კამერების გამოკვლევამ აჩვენა, რომ აქციაზე გზის გადასაკეტად ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო. მისივე თქმით, კადრებში ჩანს ანა ტყებუჩავა გზის სავალ ნაწილზე. დაცვის მხარე სამართალდარღვევათა ოქმს არ ეთანხმება.