მყინვარწვერზე დაკარგული მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს

მყინვარწვერზე დაკარგული მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მყინვარწვერზე დაკარგული მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო წერს, რომ მოქალაქე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო ექსპედიციის დროს დაიკარგა.

მას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ.

საგანგებოს ცნობით, სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.