მოსკოვის ცენტრში, სასტუმრო ინტერკონტინენტალის მახლობლად ხანძარი გაჩნდა

მოსკოვის ცენტრში, სასტუმრო ინტერკონტინენტალის მახლობლად ხანძარი გაჩნდა

მოსკოვის ცენტრში, სასტუმრო ინტერკონტინენტალის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას TASS-ი ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი მშენებარე კორპუსში გაჩნდა. TASS-ი წერს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გაჩენილი ხანძრის გამო მიმდებარე ქუჩებზე გადაიკეტა მოძრაობა.

მოსკოვის პროკურატურაში თქვეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელსაც ზედამხედველობის ორგანო აკონტროლებს.