რუსეთის Telegram არხები გვიან ღამით მოსკოვთან აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. მოგვიანებით, დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა დაწერა, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევის ერთ-ერთი "მასშტაბური შეტევის მცდელობა" იყო.
მოსკოვის მერის თანახმად, ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკთან 3 დრონი მოიგერიეს. ის წინასწარი ცნობებით წერდა, რომ მათი ჩამოგდების შედეგად არავინ დაშავებულა.
Telegram-ზე პირველი განცხადების გამოქვეყნებიდან დაახლოებით 1 საათში, მოსკოვის მერმა კიდევ 2-ჯერ დაწერა, რომ რუსეთის თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე მიმავალი დრონები მოიგერიეს.
მერის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჯამში 10 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინას მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.