თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო.
მოქალაქეები წერენ, რომ დაახლოებით 7-ჯერ გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.