მოსამართლის სახლთან აქციის გამო სასამართლომ 9 ადამიანი 5 000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლის სახლთან აქციის გამო სასამართლომ 9 ადამიანი 5 000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო შეკრების გამო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 9 ადამიანი 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო მოსიძემ გამოაცხადა. ოქროპირაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც განხილვაში არ მიიღო მზია ამაღლობელის საქმე.

სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მის გადაწყვეტილებას 26 იანვარს აპროტესტებდნენ.

სასამართლომ დააჯარიმა ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური, მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია, ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე.