მოსამართლეთა ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო პროგრამით გაემგზავრა. მათ შორის არიან ეკა არეშიძე, ლევან დარბაიძე, ნინო ელეიშვილი და თამარ ჩიხლაძე.
ამერიკაში გამგზავრების შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოსამართლე, ეკა არეშიძე აქვეყნებს.
მოსამართლეები მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ და დაფინანსებულ სასწავლო პროგრამაში. ოთხი მოსამართლიდან მხოლოდ ნინო ელეიშვილი იღებდა აქამდე მონაწილეობას და ძველ სიაშიც იყო.
რაც შეეხება არეშიძეს, დარბაიძეს და ჩიხლაძეს, ისინი თავდაპირველ სიაში არ ირიცხებოდნენ, რომლებიც უნდა წასულიყვნენ აშშ-ში. მათ ჩაანაცვლეს ის მოსამართლეები, რომლებმაც ე.წ. კლანს რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირეს და უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე.
მოსამართლეები, რომლებმაც უარი თქვეს აშშ-ში წასვლაზე არიან: თამარ ბეჟანიშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, ბადრი კოჭლამაზაშვილი და ნანა ჯოხაძე. კოჭლამაზაშვილი აცხადებდა, რომ აპირებს აშშ-ში გამგზავრებას და მასზე არ ხორციელდება არანაირი ზეწოლა და არც მოთხოვნის შემთხვევაში არ დაემორჩილებოდა ე.წ. კლანის ზეწოლას, რომ უარი ეთქვა ამერიკაში წასვლაზე, თუმცა რამდენიმე დღეში მან პოზიცია შეცვალა.