მოსამართლე გალუსტაშვილმა გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლე გალუსტაშვილმა გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. სწორედ გალუსტაშვილმა გამოუტანა მათე დევიძეს განაჩენი - 4 წელი და 6 თვე.

მინდაძეს პარლამენტთან პიროტექნიკის სროლას ედავებიან, რასაც, ბრალდების თქმით, გდდ-ის ინსპექტორ შმაგი ჯაჭვაძის დაზიანება მოჰყვა და მას „ფეხზე დამწვრობა მიადგა“. გიორგი მინდაძესაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.