განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA-ს ანგარიშზე საუბრისას აცხადებს, რომ მონაცემები გაუმჯობესელი არ არის, მაგრამ არც გაუარესებულია.
როგორც ის ამბობს, მოცემულობა იგივეა, რაც 2018 წელს, პანდემიამდელ პერიოდში იყო.
"იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემებზე. საუბარია კოვიდის პერიოდზე და კოვიდის პერიოდში თუ მიაქცევთ ყურადღებას, ამაზე განმარტება გააკეთა NAEC-მაც, რომ მთლიანად ქვეყნების მონაცემები, არა მხოლოდ ჩვენი, არის გაუარესებული და ამის მიზეზი არის სწორედ კოვიდ პანდემია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არ გვახარებს, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემები არ არის, ანუ იგივე მოცემულობაა, რაც იყო 2018 წელს. თუმცა, თუ გადახედავთ ზოგად მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კოვიდმა თავისი გავლენა იქონია პროცესებზე", - აცხადებს მახარაშვილი.
***
PISA-ს განათლების 2022 წლის კვლევის მიხედვით, შედეგები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში გაუარესებულია, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 1-ქულიანი გაუმჯობესებაა.
კვლევის თანახმად, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 81 ქვეყნიდან 67-ე ადგილზეა.
საქართველო სამივე კატეგორიაში ჩამორჩება მოლდოვას, ყაზახეთს, ლიეტუვასა და ესტონეთს.
გარდა ამისა, კვლევის ვკითხულობთ, რომ საქართველოში კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში, ასევე კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
სკოლის ტიპების მიხედვით, შედეგები ასეთია: