"მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედება შეუჩერდეს" - სინოდალური კომისია დეკანოზ კვარაცხელიაზე

"მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედება შეუჩერდეს" - სინოდალური კომისია დეკანოზ კვარაცხელიაზე

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, საპატრიარქოში სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც პატრიარქ ილია მეორეს შუამდგომლობით მიმართეს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ.

განცხადების თანახმად, "მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული".

"კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ", - წერს საპატრიარქო.

კომისიის წევრები:

  • საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე;
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
  • გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა);
  • დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).