მომავალ კვირას ერმაკის და სიიარტოს შეხვედრა გაიმართება

მომავალ კვირას ერმაკის და სიიარტოს შეხვედრა გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო მომავალ კვირას ერთმანეთს შეხვდებიან.

ერმაკსა და სიიარტოს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეები მაღალი დონის შეხვედრის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე და "მათი შემდგომი განვითარების გზებზე" იმსჯელეს.

"პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პეტერ სიიარტო მომავალ კვირას გუნდებს შორის სამთავრობო დონეზე ორმხრივი შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ", - წერია განცხადებაში.