მოკლული სტუდენტი კონფლიქტში მონაწილეების გაშველებას ცდილობდა - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მოკლული სტუდენტი კონფლიქტში მონაწილეების გაშველებას ცდილობდა - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

კონსერვატორიის სტუდენტის, გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც სასამართლო სხდომიდან ირკვევა, 27 სექტემბერს, ჭაბუკიანის ქუჩაზე დაპირისპირება ორ ჯგუფს - საბურთალოსა და გლდანის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ინციდენტში 2 არასრულწლოვანიც მონაწილეობდა.

ასევე ირკვევა, რომ გიორგი საყურაშვილი კონფლიქტს შეესწრო და დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, გიორგი საყურაშვილმა მირიან თოხაძეს [ბრალდებულს] უთხრა, რომ ფიზიკურ დაპირებაში არ მონაწილეობდა და მასზე ძალა არ უხმარია, თუმცა უშედეგოდ.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

***

27 სექტემბერს თბილისში, ჭაბუკიანის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა, რა დროსაც დაჭრეს კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილი.