პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ტიტუშკები მიუგზავნეს.
ისინი ადგილზე გინებითა და შეძახილებით მივიდნენ და პრეზიდენტს "მოღალატეს", "რეზიდენტს" ეძახდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და მათ სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს და უთხრა, რომ "უკვე გაიმარჯვეს". ამასთან, პრეზიდენტმა შეხვედრაზე უპასუხა ახალგაზრდების კითხვებს, რომლებიც მათ შორის ქვეყნის ევროპულ მომავალსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა.