მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი ვეჯინში
წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. ახალგაზრდა კაცი მეზობელმა მოკლა. დანაშაული ჩადენილია სანადირო თოფით. შემთხვევას შეესწრო მოკლულის მამა. დავა მეზობლებს შორის მიწის ნაკვეთით სარგებლობის გამო მოხდა.