მეზობლებს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. პოლიციას თავად ჩაბარდა 42 წლის კაცი და ბარნაბა ჩომახიძის მკვლელობა აღიარა. დაპირისპირება მომიჯნავე ბოსტანში თხების საძოვრად გადასვლას უკავშირდებოდა. დაკავებულის ოჯახში ამბობენ, რომ მოკლული მანამდე თავად ემუქრებოდა მეზობლებს.