მკაცრი გაფრთხილება დასავლეთიდან

მკაცრი გაფრთხილება დასავლეთიდან

პუტინის გადაწყვეტილება მოსწონთ, მტრებს კი ევროპაში ეძებენ. ასე დაალაგა გზავნილები დღეს ივანიშვილის ოცნებამ. ხელისუფლება პირდაპირი ფრენების აღდგენას მოსკოვთან მაინც მიესალმება, მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაციისთვის შესაძლოა, ხაფანგი აღმოჩნდეს. ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან არ წყდება საგანგაშო შეფასებები. საქართველოს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სანქციები საქართველოს აეროპორტებში მოქმედ კომპანიებს დაუწესდეს. მთელი დასავლური საზოგადოება რუსეთის რეჟიმისგან დისტანცირებას ირჩევს, ქართული ოცნება კი პუტინის გადაწყვეტილებით კმაყოფილებას ვერ მალავს - ამ ფონზე საქართველოსი ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ჩამოდის.