საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მამუკა ახვლედიანი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, მანანა ანდღულაძე უკრაინის სახალხო დამცველს, დმიტრო ლუბინეცს შეხვდა.
ამასთან, უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტს მიმართავს და აცხადებს, რომ მას პრეზიდენტის მონახულება სურს.
"დღეს მქონდა შეხვედრა უკრაინის მოქალაქის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან, ბატონ მამუკა ახვლედიანთან და სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელთან, მანანა ანდღულაძესთან. გადმომცეს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა, რომელშიც ნათქვამია მიხეილის გათავისუფლების და მისი უფლებების დაცვის შესახებ.
ჩემი და უკრაინის სახელით მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და სარგებლობს უკრაინის იურისდიქციით, ჩვენ ვალდებულები ვართ და რა თქმა უნდა, დავიცავთ მის უფლებებს. მე არაერთხელ მივმართე და კვლავ მივმართავ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ მომეცეს საშუალება, პირადად მოვინახულო მიხეილ სააკაშვილი. აგრეთვე, მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომ მომეცეს საშუალება, დავიცვა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები. ჩემი მიზანია მოხდეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, აგრეთვე მისი სიცოცხლის დაცვა", - ამბობს ლუბინეცი.