უკრაინის პირველი ლედი, ელენა ზელენსკა თეთრი სახლის მიწვევის მიუხედავად კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება.
"განრიგში დაგეგმილი ღონისძიებების, მათ შორის კიევში ბავშვთა სახლის ვიზიტის გამო, რომელიც მანამდე იყო დაგეგმილი, სამწუხაროდ, პირველი ლედი ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს", - უთხრეს POLITICO-ს ზელენსკას ოფისში.
ამასთან, Washington Post აღნიშნავს, რომ არდასწრების სხვა მიზეზები არსებობს. გამოცემის წყაროების თანახმად, ზელენსკა ღონისძიებას აშშ-ის პირველ ლედისთან, ჯილ ბაიდენთან და ალექსეი ნავალნის ცოლთან, იულია ნავალნაიასთან ერთად უნდა დასწრებოდა. როგორც Post წერს, ეს უხერხულობას უქმნიდა უკრაინის ხელმძღვანელობას, რადგანაც ბევრი უკრაინელი ნავალნისა და სხვა რუს ოპოზიციონერებში ვლადიმირ პუტინთან ბრძოლაში მოკავშირეებს ვერ ხედავს. რაც თავის მხრივ ყირიმთან დაკავშირებით ალექსეი ნავალნის განცხადებებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ მან ყირიმზე რუსეთის აგრესია დაგმო.
საბოლოოდ, ბაიდენის ყოველწლიურ მიმართვას არც იულია ნავალნაია დაესწრება. მიწვევაზე უარი მან გადაღლილობით ახსნა.