მიწისძვრა კატასტროფული შედეგებით

მიწისძვრა კატასტროფული შედეგებით

თურქეთსა და სირიაში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დრამატულად იზრდება. ამ დროის მონაცემით, მსხვერპლის რაოდენობა 20 ათასს მიუახლოვდა. პროგნოზი მძიმეა - რაოდენობა მოიმატებს. დასახლებები მიწასთანაა გასწორებული. მაშველები ადამიანების ნანგრევებიდან გამოსაყვანად მთელ ძალისხმევას იყენებენ. სამუშაოებს მსოფლიოს ასი ქვეყანა შეუერთდა. სტიქიის ზონაში მოსახლეობის გადარჩენას ქართველი მაშველებიც ცდილობენ.