მიწის მასის ჩამოშლის გამო რიკოთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო

მიწის მასის ჩამოშლის გამო რიკოთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

კერძოდ, სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.