მისლიკი: 12-დან 3 კრიტერიუმია შესრულებული, ასე რომ, ჯერ კიდევ არის წინ საქმე

მხარს ვუჭერთ საქართველოს, რათა ქვეყანამ შეასრულოს კრიტერიუმები. 12-დან 3 არის შესრულებული, ასე რომ ჯერ კიდევ არის წინ საქმე. როგორც კი კრიტერიუმები შესრულდება შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ.

ამბობს პიტერ მისლიკი, სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი. დღეს, 22 ივნისს შვედეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები არიან შეკრებილნი, რომლებმაც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედურ ზეპირ მოხსენებას უნდა მოუსმინონ.