მიშელი: საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, თქვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია

ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო პრეზიდენტო ქალბატონო სალომე ზურაბიშვილო, დღეს გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. გისურვებთ ბედნიერ ევროპის დღეს.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე, ქართველი ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა.