მილოცვის წერილი თავდასხმის საბაბი გახდა

მილოცვის წერილი თავდასხმის საბაბი გახდა

ქართული ოცნების მორიგი შეტევა პრეზიდენტზე უშედეგოდ დასრულდა. მმართველი ძალის ტყუილმა რამდენიმე საათი გაძლო. ივანიშვილის პარტიამ გაილაშქრა, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა მეზობელი ქვეყნის ლიდერს ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა.