აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთუ მილერი აცხადებს, რომ ოცნების მიერ ინიციირებული რუსული კანონი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის.
მილერის თქმითვე, კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ქვეყანას სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს.
"მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ,საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის. ჩვენ გავაგრძელებთ ამის ახსნას, ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ"- თქვა მან.
რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მილერმა აღნიშნა, რომ ამაზე განცხადებას არ გააკეთებს.
"განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ"- აღნიშნა მილერმა.